წინამდებარე წესები და პირობები და მისი დანართი წარმოადგენს თქვენსა და შპს ,,მარველ ფოტოგრაფი“ შორის დადებულ სავალდებული ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენს მიერ marvellphotography.ge ვებ-გვერდის გამოყენებას.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს და მათ დანართებს.

ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს marvellphotography.ge ვებ-გვერდის მეშვეობით შეიძინოს პროდუქცია ან/და მიიღოს მომსახურება, ვალდებულია დაეთანხმოს წინამდებარე წესებსა და პირობებს.


ტერმინთა განმარტება

წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

“ვებ-გვერდი” - ნიშნავს marvellphotography.ge, რომლის მეშვეობითაც ხდება პროდუქტის გაყიდვა ან/და მომსახურების შეთავაზება/განხორციელება;

“კომპანია“ ან “მოვაჭრე” - შპს ,,მარველ ფოტოგრაფი“(იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. ბათუმი, სელიმ ხიმშიაშვილის ქ., N17; საიდენტიფიკაციო ნომერი: 445545465; ელ. ფოსტა: info@marvellphotography.ge; ტელ: +995 597 13 25 25 რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და რომელსაც ეკუთვნის ვებ-გვერდი marvellphotography.ge;

“მომხმარებელი” - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დარეგისტრირდება marvellphotography.ge -ზე და ვებ-გვერდის მეშვეობით სურს იყიდოს პროდუქტი ან/და მიიღოს მომსახურება;

“მხარეები” - ნიშნავს კომპანიას და მომხმარებელს;

“ანგარიში” - ნიშნავს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს;

“რეგისტრაცია” - ნიშნავს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე სპეციალური პროცედურის გავლასა და ანგარიშის შექმნას პროდუქტის შესყიდვის ან/და მომსახურების მიღების მიზნით;

“ავტორიზაცია” - მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრირებული ანგარიშის მეშვეობით განხორციელებულ ქმედება;

“დისტანციური ხელშეკრულება” − ხელშეკრულება, რომელიც დადებულია მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის მხოლოდ დისტანციური კომუნიკაციის ერთი ან რამდენიმე საშუალების გამოყენებით, დისტანციური ნასყიდობის ან მომსახურების მიწოდების ორგანიზებული სქემის მეშვეობით და არ მოითხოვს მომხმარებლისა და მოვაჭრის ფიზიკურ თანაყოფობას. ამასთანავე, ხელშეკრულება დისტანციურ ხელშეკრულებად არ მიიჩნევა, თუ მომხმარებელი და მოვაჭრე ხელშეკრულების პირობებზე სარეწში შეთანხმდნენ და ხელშეკრულება დისტანციურად მხოლოდ ამის შემდეგ დაიდო; დისტანციურ ხელშეკრულებად არ ჩაითვლება აგრეთვე, თუ მომხმარებელი ვებ-გვერდის მეშვეობით დაჯავშნის ნივთს და წინასწარ გადაიხდის ნივთის ნასყიდობის ფასს, მაგრამ თანახმაა, რომ ხელშეკრულების პირობებზე საბოლოო შეთანხმება შედგეს მოვაჭრის სარეწში და მან მოვაჭრის სარეწში ჩაიბაროს ნივთი;

“პერსონალური მონაცემი” - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით;

განცხადებები და გარანტიები

წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

2.1 მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ დაეთანხმოს წინამდებარე წესებსა და პირობებს, გააფორმოს ხელშეკრულება კომპანიასთან და შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

2.2 მომხმარებელი არის ქმედუნარიანი პირი და მოქმედებს თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე და იგი არ იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან სხვა ნებისმიერი პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ, რომელიც გამორიცხავს მისი თავისუფალი ნების გამოვლენას. მომხმარებელი ასევე ადასტურებს, რომ მასზე არ განხორციელებულა რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება, როგორიცაა მუქარა, ზეწოლა, ძალადობა და სხვა და იგი სრულად აცნობიერებს თავისი ნების გამოვლენის შინაარსა და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს.

2.3 იგი ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;

2.4 მომხმარებლის მიერ რეგისტრირებული ყველა მონაცემი არის ზუსტი;

2.5 მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);

2.6 “მარველ ფოტოგრაფი” ხელშეკრულებას დებს ამ წესებსა და პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია ,,მარველ ფოტოგრაფი” მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.


მომხმარებლის მიერ ანგარიშის გახსნა (რეგისტრაცია) და ავტორიზაცია

3.1 მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის მეშვეობით პროდუქტის შეძენის ან/და მომსახურების მიღების მიზნით, იგი ვალდებულია დარეგისტრირდეს ვებ-გვერდზე და შექმნას ანგარიში: მომხმარებელი მიუთითებს შემდეგ მონაცემებს: სახელი, გვარი, ელ. ფოსტა, მობილურის ნომერი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და ქვეყანა;რეგისტრაციის დასასრულებლად საჭიროა, რომ მომხმარებელი ეთანხმება ვებ-გვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს, ასევე თანდართულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას;

3.2 მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს;

3.3 მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, რომ მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე;

3.4 მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა;

3.5 მომხმარებლის მიერ ანგარიშის გახსნის (რეგისტრაცია) შემდეგ, მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის გამოყენება შესაძლებელია ავტორიზაციის მეშვეობით.

შეტყობინებაზე პასუხის დაბრუნება ხდება მონაწერის დროის, რიგითობის მიხედვით,

მიწოდების პირობები:

გადახდის მეთოდები: -ნაღდი ანგარიშსწორებით -საბანკო გადარიცხვა -ვებ გვერდზე გადახდა ბარათით

4.1 “შპს მარველ ფოტოგრაფი” ვებ-გვერდის მეშვეობით შესაძლებელია:

პროდუქტის დისტანციურად (დისტანციურად დადებული ხელშეკრულება) შეძენა ან /და მასთან დაკავშირებული მომსახურების მიღება.

მომხმარებელი, პროდუქციის შეძენამდე, აუცილებლად ეცნობა კომპანიის მომსახურეიბის პირობებს:

 

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

9.1 კლიენტი ყურადღებით უნდა გაეცნოთს თანდართულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას (დანართი #1) . კომპანიის ვებ-გვერდზე marvellphotography.ge-ზე რეგისტრაციით და წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით მომხმარერბელი ადასტურებს, რომ გაეცანო და ეთანხმება კონფიდენციალურობის პოლიტიკას და ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას.

მარეგულირებელი კანონმდებლობა

10.1 წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

10.2 მხარეთა შორის წამოჭრილი ნებისმიერი სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს საქართველოს სასამართლო.

12.4 ის საკითხები, რომელიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე წესებითა და პირობებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

დანართი 1

შპს “მარველ ფოტოგრაფი” კონფიდენციალურობის პოლიტიკა

პრეამბულა

წინამდებარე პოლიტიკის საფუძველზე, შპს “მარველ ფოტოგრაფი” არეგულირებს მომხმარებელთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესს და უზრუნველყოფს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვას ნებისმიერი მესამე პირის მიერ არასანქცირებული წვდომისგან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “მარველ ფოტოგრაფი” გპირდებათ, რომ იზრუნებს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაზე, გამოიყენებს მათ მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის განუხრელად დაცვას.

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესის მხარეები

1.1 წინამდებარე პოლიტიკის მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სუბიექტი ხართ თქვენ, როდესაც თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება შპს “მარველ ფოტოგრაფი” ვებ-გვერდის მეშვეობით განახორციელოთ კომპანიის ვებ-გვერდზე www.marvellphotography.ge განთავსებული პროდუქტის ონლაინ შეძენა ან/და მოითხოვოთ სხვა მომსახურების გაწევა.

1.2 თქვენი პერსონალური მონაცემების დამმუშავებელი არის:

შპს “მარველ ფოტოგრაფი”

საიდენტიფიკაციო ნომერი: 445545465

ვებგვერდი: www.marvellphotography.ge

2. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზანი

2.1 ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ თქვენს მიერ ჩვენს ვებ-გვერდზე marvellphotography.ge პროდუქტის შეძენის ან/და მომსახურების განხორციელების მოთხოვნის შემთხვევაში. თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდის ვიზიტის, ასევე თქვენს მიერ ცალკეული საქონლის მახასიათებლების დათვალიერების შემთხვევებში, კომპანია ,,მარველ ფოტოგრაფი“ არ ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს.

3. პერსონალური მონაცემები, რომელთა დამუშავებაც ხდება

3.1 თქვენს მიერ ვებ-გვერდის მეშვეობით პროდუქტის ონლაინ შეძენის ან/და მომსახურების გაწევის მოთხოვნის მიზნით, შპს “მარველ ფოტოგრაფი” ახორციელებს შემდეგი პერსონალური მონაცემების დამუშავებას: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელ. ფოსტა, მობილურის ნომერი, დაბადების თარიღი, საქონლის მიწოდების ადგილის მისამართი და ქვეყანა.

3.2 “მარველ ფოტოგრაფი” მიერ ვებგვერდის მეშვეობით არ ხორციელდება განსაკუთრებული კატეგორიის, ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემების დამუშავება. ჩვენ არ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დაკავშირებულია საბანკო ოპერაციების წარმოებასთან, მაგალითად, როგორიცაა ბარათითი გადახდა, ინერნეტ განვადება, საბანკო გადარიცხვა. აღნიშნული ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი საფინანსო დაწესებულების მიერ.


პერსონალურ მონაცემთა მესამე პირებზე გადაცემა

4.1 მარველ ფოტოგრაფი ვებ-გვერდის მეშვეობით ონლაინ შეძენის განხორციელების ან/და მომსახურების გაწევის მოთხოვნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლებელია გადაცემულ იქნეს “მარველ ფოტოგრაფი” ქვეკონტრაქტორებისათვის, მიმწოდებლებისათვის, საკურიერო მომსახურების გამწევი კომპანიებისათვის (მაგალითად, როგორიცაა საქართველოს ფოსტა, DHL, TNT და სხვა) ან სხვა შვილობილი კომპანიებისათვის, რამდენადაც ეს აუცილებელია თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

5. პერსონალურ მონაცემთა შენახვის ხანგრძლივობა

5.1 თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა განხორციელდება მხოლოდ თქვენს მიერ ანგარიშის გახსნის შემთხვევაში და მათი შენახვა ხდება იმ ვადით, რამდენადაც არსებობს რეგისტრირებული ანგარიში. თქვენი პერსონალური მონაცემები წაიშლება, როგორც კი გაუქმდება თქვენი ანგარიში. გარდა ამისა, მონაცემები წაიშლება, თუ თქვენ გააუქმებთ თქვენს მიერ გაცემულ თანხმობას პერსონალურ მონაცმეთა დამუშავებაზე ან თქვენ მოითხოვთ პერსონალური მონაცემების წაშლას და მონაცემთა “მარველ ფოტოგრაფი” კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით არ საჭიროებს მონაცემთა შენახვას.

პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის უფლებები

6.1 თქვენ, როგორც პერსონალურ მონაცემთა სუბიექტს, უფლება გაქვთ მოითხოვოთ:

ა) ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე “მარველ ფოტოგრაფი” უფლებამოსილი პირების შესახებ;

ბ) თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი;

გ) ინფორმაცია თქვენი პერსონალურ მონაცემების მესამე პირებისათვის გადაცემის შესახებ;

დ) პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ თქვენს მიერ გაცემული თანხმობის გაუქმება;

ე) არასწორი ან არასრულყოფილი პერსონალური მონაცემების განახლება და შესწორება;

ვ) თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა და განადგურება. ეს უფლება არ არის აბსოლუტური და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში;

ზ) გასაჩივრების უფლება. “მარველ ფოტოგრაფი” მიერ თქვენი პერსონალურ მონაცემების დამუშავების წესის დარღვევის შემთხვევაში, თქვენ უფლება გაქვთ მიმართოთ საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს (მის: თბილისი, ნ. ვაჩნაძის ქ. #7, ელ. ფოსტა: office@stateinspector.ge) ან თბილისის საქალაქო სასამართლოს (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64, ელ. ფოსტა: tccinfo@court.ge) და გაასაჩივროთ “მარველ ფოტოგრაფი” მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება. თქვენ უფლება გაქვთ, საქმის განმხილველ ორანოს მოსთხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაბლოკვა გადაწყვეტილების გამოტანამდე;

პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძველი

8.1 მარველ ფოტოგრაფი მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი არის “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი და “კონვენცია პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ”.

8.2 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ არც კანონით და არც ხელშეკრულებით არ ხართ ვალდებული მოგვაწოდოთ თქვენი პერსონალური მონაცემები. მხოლოდ მათზე მიუწვდომლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს ის, რომ თქვენ ვერ შესძლებთ ან სრული მოცულობით ვერ შესძლებთ მარველ ფოტოგრაფი ვებ-გვერდის მეშვეობით პროდუქტის ონლიან შეძენას ან/და სხვა მომსახურების მიღებას.

პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის თანხმობა

გავეცანი “შპს “მარველ ფოტოგრაფი” კონფიდენციალურობის პოლიტიკას და ვაცხადებ თანხმობას, რომ დაამუშავოთ

ჩემი პერსონალური მონაცემები აღნიშნული პოლიტიკისა და საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.